დორტმუნდის „ბორუსიას“ სპორტულმა დირექტორმა იოახიმ ვაცკემ კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი გამორიცხა. როგორც მან თქვა, „სიგნალ იდუნა პარკზე“ რონალდუს თამაში ძალიან მიმზიდველი იქნება, მაგრამ ტრანსფერი გამორიცხულია.
„მომწონს ეს ფეხბურთელი. რა თქმა უნდა, რონალდუს თამაშის ნახვა „სიგნალ იდუნა პარკზე“ ძალიან ამაღელვებელი ჩანს. თუმცა, მხარეების შორის არანაირი კონტაქტი არაა. დროა, ეს საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღოთ“, - თქვა ვაცკემ Sport1-თან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ მიმდინარე ზაფხულს არაერთ გუნდს დაუკავშირეს, მათ შორის ბოლოს - დორტმუნდის „ბორუსიას“.