ფეხბურთი

15:23 | 19.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ედინსონ კავანი სავარაუდოდ, ლა ლიგაში ითამაშებს

ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელი ედინსონ კავანი დიდი ალბათობით, კარიერას ესპანეთის ლა ლიგაში გააგრძელებს.

Tyc Sport-ის ინფორმაციით, „ელ მატადორმა“ „ვილიარეალთან“ პირად კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია, რომლის დეტალები უცნობია. კავანი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ხელშეკრულებას გააფორმებს. ის ესპანეთში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდება.

კავანის მიმართ ინტერესს „ვალენსიაც“ იჩენს, მაგრამ როგორც ჩანს, უნაი ემერის გუნდმა მას უკეთესი პირობები შესთავაზა. ამასთან, გავრცელდა ცნობა, რომ ედინსონი "ვილიარეალში" კონფერენს ლიგაზე მოხვედრის შემთხვევაში გადავა, რასთანაც "ყვითელი სუმბარინა" ახლოსაა, რადგან პლეი-ოფის პირველი მატჩი "ჰაიდუკს" 4:2 მოუგო. მიუხედავად ამისა, "ვალენსია" და მისი მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო ბრძოლაში რჩებიან, რადგან გამოცდილ ფორვარდს ეძებენ. თუმცა, "ღამურებმა" მანამდე სხვა თავდამსხმელი უნდა გაყიდონ - მაქსი გომესი ან მარკოს ანდრე.

ურუგვალი ბოლოს „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშობდა, მანამდე კი „პარი სენ ჟერმენის“, „ნაპოლისა“ და „პალერმოს“ წევრი იყო.

0.132549