ფეხბურთი

1:50 | 19.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

Sky Sports: კაზემირო "მანჩესტერში" სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი კაზემირო „მანჩესტერთან“ ძალიან ახლოსაა. Sky Sports-ი წერს, რომ დღევანდელი დღე გადამწყვეტი იქნება.

უფრო მეტიც, ბრიტანეთში უკვე ეჭვი არ ეპარებათ, რომ ბრაზილიელი ნახევარმცველი „იუნაიტედის“ წევრი გახდება და მოსალოდნელია, რომ ის ინგლისში დღეს სამედიცინო შემოწმებისთვის ჩავა.

„მანჩესტერი“ „რეალს“ 71 მილიონ ევროს გადაუხდის, ხოლო ფეხბურთელის ხელფასი არაოფიციალური ცნობით, წელიწადში 20 მილიონი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ კაზემიროს „რეალის“ რიგებში 336 შეხვედრაში 31 გოლი აქვს გატანილი. მას ესპანური გრანდის გარდა, „სან პაულუსა“ და „პორტუში“ უთამაშია.

0.119