ბერგამოს „ატალანტას“ ნახევარმცველი რუსლან მალინოვსკი კარიერას დიდი ალბათობით, მარსელის „ოლიმპიკში“ გააგრძელებს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.
როგორც ცნობილი გახდა, კლუბები ფეხბურთელების ბარტერზე აქტიურად მუშაობენ: მალინოვსკი საფრანგეთში გადაბარგდება, ხოლო „ატალანტა“ ჯენგიზ იუნდერს დაიმატებს. მოსალოდნელია, რომ გარიგება უახლოეს ხანებში დაიხურება.
რუსლან მალინოვსკი „ატალანტას“ 2019 წელს „გენკიდან“ შეუერთდა და მას შემდეგ 129 მატჩში 29 გოლი გაიტანა.