ჯოვანი სიმეონე „ნაპოლის“ ფეხბურთელი გახდა - წერს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.
27 წლის არგენტინელი ნეაპოლელელბმა ერთწლიანი იჯარით აიყვანეს „ვერონადან,“ აუცილებელი გამოსყიდვის პირობით. იჯარისთვის „ნაპოლი“ 3,5 მილიონ ევროს გადაიხდის. გამოსყიდვისას - 12 მილიონს.
გასულ სეზონში „ვერონას“ მაისურით სიმეონემ 35 მატჩში 17 ბურთი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ ჯოვანი, მადრიდის „ატლეტიკოს“ ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს ვაჟია.