„ევერტონის“ ინგლისელი ნახევარმცველი, დელე ალი, უახლოეს ხანში თურქულ „ბეშიქთაშში“ გადავა. სტამბოლური კლუბი 26 წლის შუახაზელს იჯარის წესით აიყვანს - გვამცნობს Sportitalia.
წყაროს ინფორმაციით, კონტრაქტი ერთწლიანი იქნება, შემდგომში 7 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლებით. თავად ფეხბურთელი ტრანსფერზე თანახმაა.
შეგახსენებთ, რომ დელე ალი „ევერტონის“ მოთამაშე წლეულს თებერვალში გახდა. ლივერპულურ კლუბთან მას ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.