კალათბურთი

22:55 | 17.08.2022 | ნანახია NaN - ჯერ

ილიას ზუროსი: "დაცვაში ასე თამაში არ შეიძლება, ევრობასკეტის წინ სამუშაო გვაქვს"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა თურქეთის ნაკრებთან მარცხის (88:101) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ბერძენმა სპეციალისტმა აღნიშნა, გუნდს დაცვაში პრობლემები აქვს და ევრობასკეტის წინ სამუშაო ბევრია.

„ზოგჯერ კარგად ვთამაშობთ, მაგრამ დაცვაში პრობლემები გვაქვს. შეიძლება მაღალი ხარისხის გუნდთან ვითამაშეთ, თუმცა, დაცვაში ასე თამაში არ შეიძლება. სამუშაო გვაქვს, რომ ევრობასკეტისთვის მზად ვიყოთ.

თურქეთთან სახლში უფრო მეტი შანსი გვექნება? რეალისტები უნდა ვიყოთ. ხარისხობრივად თურქეთი უკეთესი გუნდია, როდესაც თამაში დაიწყება, გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ და მაქსიმუმს გავაკეთებთ. თურქეთთან და ესპანეთთან თამაში ჩვენთვის ბონუსია“, - თქვა ზუროსმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები აკროპოლისის თასზე მეორე შეხვედრას 18 აგვისტოს, მასპინძელ საბერძნეთის ნაკრებთან გამართავს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:16 | 12.10.2021
zviadi-shxefi (6306)

ის იდიოტიზმი რაც ლეიკერსში გააკეთეს უკვე ისახება ნელ-ნელა გუნდზე. არ ვიცი ვის დააბრალებენ ლებრონს, ვოგელს, ბასს, პელინკას თუ დურუ ხუნჭუას გუნდს დედა ედ...ბა. 3 კაცი ჯერ სეზონი არ დაწყებულა და დაელეწათ უკვე. ამათმა ძალების დაზოგვით თუ ითამაშეს რათქმაუნდა პლეიოფი განზე დარჩებათ (არ არის ეგ დასავლეთი ის აღმოსავლეთი სადაც ლებრონს ყველაზე დიდი მეტოქეები დეროზანი და კოჭოია ტომასი რომ ყავდა) და თუ ბოლომდე დაიხარჯებიან მოუწევთ ჯ ლიგის ხალხით თამაში

18:11 | 12.10.2021
zviadi-shxefi (6306)

სანდრო თავიდანვე საკმაო დროს მიიღებს რეგულარულში და თუ ასე განაგრძო ეგ დრო მინიმუმ არ შეუმცირდება

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.062941