ფეხბურთი

15:54 | 17.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანდერსენს ნუნიესის პროვოცირებისთვის "ლივერპულის" ფანები ემუქრებიან

„კრისტალ პალასის“ მცველ იოაკიმ ანდერსენს სოციალურ ქსელში „ლივერპულის“ ფანები ემუქრებიან. ამის შესახებ დანიელმა თავად განაცხადა.

როგორც ანდერსენმა აღნიშნა, „წითლების“ გულშემატკივრებისგან მუქარის შემცველი ასობით წერილი მიიღო. ისინი, როგორც მას, ასევე, მის ოჯახს ემუქრებიან.

300-400 მესიჯი მივიღე. მესმის, რომ რომელიმე გუნდის გულშემატკივარი ხარ, მაგრამ პატივისცემა უნდა გამოიჩინო და ონლაინ კუნთების თამაში შეწყვიტო. იმედი მაქვს, რომ ინსტაგრამი და პრემიერლიგა შესაბამის ზომებს მიიღებენ“, - თქვა სკანდინავიელმა.

„ლივერპულის“ ფანები მიიჩნევენ, რომ ანდერსენმა დარვინ ნუნიესს პროვოკაცია მოუწყო, რის შედეგადაც ურუგვაელმა მას თავი ჩაარტყა და წითელი ბარათი მიიღო.

0.14679