ფეხბურთი

0:08 | 15.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილმა სეზონი მშრალი მატჩით გახსნა

„ვალენსიამ“ სეზონი გამარჯვებით, გიორგი მამარდაშვილმა კი მშრალი თამაშით დაიწყო. ლა ლიგის პირველ ტურში ჯენარო გატუზოს გუნდმა „ჟირონა“ 1:0 დაამარცხა.

„ღამურებმა“ კარლოს სოლერის პენალტით მოიგეს, რომელმაც მეტოქის კარი 45-ე წუთზე დალაშქრა. გიორგის ბევრი საქმე არ ჰქონია, ერთხელ გადაარჩინა თავისი გუნდი და სეზონი მშრალად შენახული კარით გახსნა.

საგულისხმოა, რომ „ვალენსიას“ 52-ე წუთზე ერაი კომერტი გაუძევეს და მთელი მეორე ტაიმი კაცნაკლულმა ითამაშა, მაგრამ საქმის გამარჯვებამდე მიყვანა მაინც შეძლო.

ჯენარო გატუზოს გუნდი მეორე ტურში 21 აგვისტოს, „სან მამესზე“ „ბილბაოს“ დაუპირისპირდება.

0.16111