ფეხბურთი

19:20 | 13.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" ბერნარდო სილვას უახლოვდება

„ბარსელონა“ „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველ ბერნარდო სილვას პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა, რომელიც ძალაში 2026 წლის ზაფხულამდე იქნება.

კატალონიელები დარწმუნებული არიან, რომ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში 28 წლის პორტუგალიელი შემტევის შეძენას შეძლებენ.

„მანჩესტერ სიტის“ „ბარსელონა“ უახლოეს დღეებში წინადადებას წარუდგენს და ინგლისურ კლუბს 60 მილიონ ევროს შესთავაზებს. აღსანიშნავია, რომ მანამდე ისიც დაიწერა, რომ კლუბებმა ფასზე შეთანხმებას მიაღწიეს.

ბერნარდო „მანჩესტერ სიტის“ წევრი 2017 წლიდანაა და 253 მატჩში 48 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ბენფიკასა“ და „მონაკოს“ წევრი იყო.

„ბარსელონამ“ მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე უკვე დაიმატა რობერტ ლევანდოვსკი, ფრანკ კესი, ანდრეას კრისტენსენი, ჟიულ კუნდე და რაფინია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112259