ავტოსპორტი

2:40 | 12.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი აღიარებს, რომ ჩვეულებრივ გზებზე მართვის შიში აქვს

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა ვრცელი ინტერვიუ მისცა ამერიკულ ჟურნალ „ვანიტი ფეარს“, რომელშიც აღიარა, რომ ჩვეულებრივ გზებზე ავტომობილის მართვის შიში აქვს. თუმცა პერიოდულად ამის გაკეთება მაინც უწევს.

ალბათ ბევრი ფიქრობს, რომ ჰამილტონი სარგებლობს „მერსედესის“ პილოტის პრეროგატივით და საუკეთესოთა შორის საუკეთესო ავტომობილებს მართავს, მაგრამ თურმე ასე არაა. ის არჩევანს ელექტრომობილებზე აკეთებს, თავისთვის კი ყველაზე პატარა - „სმარტი“ აურჩევია.

„საერთო სარგებლობის გზებზე მართვისას სტრესი მეუფლება. საერთოდ, გავურბივარ ისეთ რამეებს, რასაც სარგებელი არ მოაქვს. როდსაც საერთო სარგებლობის გზებზე საჭეს ვმართავ, ნებისმიერი რამ შეიძლება შემემთხვას. იქ ხომ ნამდვილი სიგიჟე ხდება. ყოველ წამს რაღაც შეიძლება მოხდეს“, - ყვება ჰამილტონი და დასძენს:

„ხალხი ალბათ ფიქრობს, რომ გამორჩეულ სპორტულ ავტომობილებს ვმართავ. მაგრამ ასე არაა. ბოლო დროს, ელექტრონულ სმარტს ვატარებ“. ალბათ იტყვით, შენ ხომ რბოლებში 320 კმ/სთ სიჩქარით დაქრიხარ, როგორ შეიძლება ჩვეულებრივ გზებზე მართვის შიში გქონდეს? მაგრამ ეს ხომ სრულებით განსხვავებული რამეებია“...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.106095