ფეხბურთი

10:29 | 12.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"კრემონეზეში" ლოჩოშვილის გარდა, კიდევ ერთი ქართველია, ჯერჯერობით - მეორე გუნდში

იტალიის სერია A-ს ბინადარ „კრემონეზეში“ ორიოდ დღის წინ ლუკა ლოჩოშვილი გადავიდა, მაგრამ ის ამ კლუბის ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი არ არის.

სულ ახლახან ასაკობრივი გუნდიდან პრიმავერაში (მეორე გუნდი) დააწინაურეს დაჩი ლორთქიფანიძე. 17 წლის ქართველი ფეხბურთელი საყრდენი ნახევარმცველია, მაგრამ დაცვის ცენტრში თამაშიც შეუძლია.

მეორე გუნდში მოხვედრა კი იმას ნიშნავს, რომ მას პირველ გუნდში ვარჯიშის საშუალება და თამაშის შანსი ექნება. ლორთქიფანიძე საქართველოს 17-წლამდე ნაკრების წევრია, რომლის რიგებში 14 მატჩი აქვს ჩატარებული.

შეგახსენებთ, რომ „კრემონეზე“ სერია A-ში 1995-1996 წლების სეზონის შემდეგ პირველად ითამაშებს და პირველ ტურში 14 აგვისტოს, სტუმრად ფლორენციის „ფიორენტინას“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122531