სხვა

1:00 | 12.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

უსიკი ფიქრობს, რომ ჯოშუას დასაგდებად 30 წამი არ ეყო

მსოფლიო ჩემპიონი მძიმე წონაში, უკრაინელი ოლეკსანდრ უსიკი ამბობს, რომ შესაძლოა, 30 წამი ან თუნდაც ერთი წუთი არ ეყო იმისთვის, რომ ბრიტანელი ენტონი ჯოშუა ნოკაუტით დაემარცხებინა.

მათი პირველი შეხვედრა სექტემბერში გაიმართა და უსიკმა მეტოქე ქულებით, მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. იმ ბრძოლის მიწურულს, უკრაინელმა ჯოშუა ზუსტი დარტყმებით დაბომბა. იმ მომენტში ჯერ კიდევ ჩემპიონი ჯოშუა ბაგირებზე იყო მიყრდნობილი და თავს გაჭირვებით იცავდა. ის საფინალო გონგის ხმამ გადაარჩინა.

განმეორებითი შეხვედრა საუდის არაბეთში, 20 აგვისტოს გაიმართება. სწქორედ ამ შეხვედრის წინ ჰკითხეს უსიკს, შეეძლო თუ არა პირველი ბრძოლის მიწურულს, ჯოშუას დაგდება.

„შესაძლოა, მე-12 რაუნდში კიდევ 30 წამი, ან წუთი რომ მქონოდა, ენტონი დაეცემოდა. მაგრამ მე ამაზე აღარ ვფიქრობ, რადგან ეს მხოლოდ ვარაუდებია. რაც მოხდა, მოხდა. მე 12 რაუნდის განმავლობაში ვიბრძოლე და მოვიგე“, - „პარიმატჩთან“ საუბრისას ამბობს უსიკი.

WBA-ის, WBO-ის, IBF-ის და IBO-ის ახალი ჩემპიონი 35 წლისაა, ჯოშუა კი მასზე სამი წლით უმცროსია. ის პირველ ბრძოლაში ფავორიტად იყო მიჩნეული, მაგრამ პროგნოზები ვერ გაამართლა.

„ის ძლიერი ბიჭია, ძლიერი მოკრივეა და მისი ჩამოწერა არაფრით შეიძლება. რემატჩის დროს ის სრულებით განახვავებული იქნება. ის განსხვავებულად მოემზადება. მეც ასე მოვიქეცი“ - დასძენს უსიკი.

ჯოშუამ თავის პროფესიონალურ კარიერაში, მეორე მარცხი იგემა. პირველად ამერიკელ ჯონ რუის უმცროსთან, 2019 წელს წააგო. ის შეხვედრა ნიუ იორკის მედსონ სკვერ გარდნეში გაიმართა და რუისმა ის ტექნიკური ნოკაუტით მოიგო. განმეორებითი შეხვედრა იმავე წელს, დეკემბერში შედგა და ჯოშუამ ქულებით მოიგო. მაშინ თავისი საჩემპიონო სარტყლები დაიბრუნა.

საინტერესოა, შეძლებს იგივეს მეორედაც, თუ ვერა...

0.131518