უეფას სუპერთასის მოპოვების შემდეგ, მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა კაზემირომ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიმდინარე სეზონში „სამეფო კლუბმა“ ყველაფერი უნდა მოიგოს, რაც შესაძლებელია.
„დღეს ისეთივე სიხარული და სიამაყე დამეუფლა, როგორიც „რეალთან“ ერთად პირველი პრიზის მოგების შემდეგ. ყოველი ჯილდო მძიმე შრომის ნაყოფია. ჩვენ ყველამ დიდი სამუშაო გავწიეთ, რათა ჯერ ამ მატჩში მონაწილეობის უფლება მიგვეღო, შემდეგ კი გაგვემარჯვა.
მიმდინარე სეზონში „რეალმა“ ყველაფერი უნდა მოიგოს, რაც შესაძლებელია. ეს გუნდი გამარჯვებებით ცხოვრობს. წარმატებები არავის უკვირს, მაგრამ თუ ვმარცხდებით, მაშინვე გვაკრიტიკებენ.
პრიზები, ჯადოსნური საღამოები - აი, რა სჭირდება ამ კლუბს. ჩვენ ისევ მშივრები და მოტივირებულნი ვართ. მაგრამ, მოდით, ახლა ამ თასის მოპოვებით დავტკბეთ, შემდეგ კი სხვებზე ვიფიქროთ.“ - ციტირებს ბრაზილიელი შუახაზელის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.
ოთხშაბათს „რეალმა“ უეფას სუპერთასის მატჩში „აინტრახტს“ 2:0 მოუგო და ისტორიაში მეხუთედ დაეუფლა ამ ჯილდოს. კაზემირო კი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.