კარიმ ბენზემამ 2022-2023 წლების სეზონი გოლით დაიწყო და ევროპის სუპერთასზე ფრანკფურტის „აინტრახტს“ გაუტანა.
ეს გოლი „რეალის“ მაისურით ბენზემასთვის 324-ე გამოდგა, რის შედეგადაც მან „სამეფო კლუბის“ ყველა დროის გოლეადორთა სიაში რაულს გადაასწრო და მეორე ადგილზე აღზევდა.
ფრანგმა ფორვარდმა 324 გოლის გატანას 2009 წლიდან დღემდე 606 მატჩი მოანდომა, ხოლო რაულმა 1994-2010 წლებში 741 თამაშში შეძლო 323 გოლის გატანა.
აქვე გეტყვით, რომ „რეალის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი კრიშტიანუ რონალდუა, რომელსაც 450 გოლი აქვს გატანილი და ბენზემას მისი გადასწრების არცთუ დიდი შანსი აქვს.