ვეტერანი მექსიკელი თავდამსხმელი ხავიერ ერნანდესი (ჩიჩარიტო) მზადაა „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნდეს და ინგლისურ გრანდში უფასოდ ითამაშოს. ამის შესახებ მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა.
„მანჩესტერიდან“ რომ დამირეკონ, ვიტყოდი დიახ, უფასოდაც ვითამაშებდი. თუმცა, ასევე პატივს ვცემ „გალაქსის“, სადაც ძალიან სტაბილურად ვთამაშობ და დარწმუნებული ვარ, კლუბთან ერთად ჩემპიონობას შევძლებ“, - თქვა ჩიჩარიტომ.
შეგახსენებთ, რომ მექსიკელი „მანჩესტერში“ 2010-2014 წლებში თამაშობდა და 157 შეხვედრაში 59 გოლი გაიტანა. მან ასევე ითამაშა „გვადალახარაში“, „რეალში“, „ლევერკუზენში“, „ვესტ ჰემსა“ და „სევილიაში“, ხოლო 2020 წლიდან ლოს ანჯელეს „გალაქსის“ წევრია.