„ბარსელონა“ ფრანკ კესიმ და ანდრეას კრისტენსენმა შესაძლოა ისე დატოვონ, რომ ერთი ოფიციალური მატჩიც არ ჩაატარონ.
საქმე ისაა, რომ ესპანური კლუბი ვერ ახერხებს მათთან კონტრაქტის დარეგისტრირებას და თუ ამას შაბათამდე ვერ შეძლებს, ორივე მოთამაშის ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომლის თანახმად, მათ გუნდის დატოვება შეუძლიათ.
„ბარსელონამ“ კესი „მილანიდან“ და კრისტენსენი „ჩელსიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა, თუმცა ლა ლიგაში კონტრაქტები ჯერ დარეგისტრირებული არ არის, ისევე, როგორც რობერტ ლევანდოვსკის, რაფინიას, სერხი რობერტოს, უსმან დემბელესა და ჟიულ კუნდეს. თუმცა, კრისტენსენისა და კესის შემთხვევაში სიტუაცია უფრო რთულადაა.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ლა ლიგის პირველ ტურში 13 აგვისტოს, „რაიო ვალეკანოს“ უმასპინძლებს.