ფეხბურთი

19:28 | 10.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელმა "ჩელსიში" ობამეიანგის ტრანსფერი მოითხოვა

ლონდონის „ჩელსი“ მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე გუნდის გაძლიერებაზე მუშაობას აგრძელებს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლონდონური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა „ბარსელონადან“ პიერ-ემერიკ ობამეიანგის ტრანსფერი მოითხოვა. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.

„ჩელსიმ“ მიმდინარე ზაფხულს ორი ფორვარდი, რომელუ ლუკაკუ და ტიმო ვერნერი გაასხვისა, შესაბამისად, ამ პოზიციაზე შევსება სჭირდება.

პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გასულ სეზონში „არსენალისა“ და „ბარსელონას“ მაისურით 38 შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა. მას ინგლისში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, სადაც წლების განმავლობაში „არსენალის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102666