ფეხბურთი

18:57 | 10.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

დეშამი საფრანგეთის ნაკრებში ზიდანის მწვრთნელობაზე: "ზოგიერთი ჭორი კარგი სულაც არაა"

საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი ჭორებს გამოეხმაურა, რომლის თანახმად „სამფეროვნებში“ მას ზინედინ ზიდანი შეცვლის.

როგორც დეშამმა აღნიშნა, ეს ჭორები კარგი სულაც არ არის, რადგან გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის მოსაგებად ემზადება.

„დღეს ეს ადგილი თავისუფალი არ არის, რადგან ჩემს სტაფს აქვს დაკავებული. ყველას აქვს თავისუფლება ის თქვას, რაც უნდა, ეს არ მაინტერესებს. გვინდა მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება და ყველაფერი, რაც ამ მიზანს ეწინააღმდეგება, კარგი სულაც არ არის“, - თქვა დეშამმა.

შეგახსენებთ, რომ დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2012 წლიდანაა და 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოაგებინა, ხოლო 2016 წელს ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

0.132554