შოთა არველაძის „ჰალ სიტიმ“ მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი განიცადა. „ვეფხვები“ ინგლისის ლიგის თასს პირველივე წრეში გასვლაზე „ბრედფორდთან“ მარცხით გამოეთიშნენ.
„ჰალი“ იგებდა, მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოს ორი გოლი გაუშვა და 1:2 წააგო. მატჩის შემდეგ ქართველმა სპეციალისტმა კომენტარი გააკეთა:
„საკმაოდ მტკივნეული მარცხია, ბიჭებისგან უფრო მეტს ველოდი. კარგად დავიწყეთ, მაგრამ პირველ ტაიმში მეტოქეს კუთხურის 9-ჯერ ჩაწოდების უფლება მივეცით. წინა მატჩისგან განსხვავებით 7 ფეხბურთელი შევცვალე, მაგრამ ყველა თავის პოზიციაზე თამაშობდა. მოთამაშეებმა უფრო თამამად უნდა იმოქმედონ და მეტი საგოლე მომენტი შექმნან. მინდა, ერთობლივი ენერგია ვიპოვით და საჭირო ხასიათი რეაგირებისთვის“, - თქვა არველაძემ.
შეგახსენებთ, „ჰალ სიტიმ“ ჩემპიონშიფის საწყის ორ ტურში ოთხი ქულა დააგროვა, მესამე ტურში კი 13 აგვისტოს, „ნორვიჩს“ უმასპინძლებს.