ავტოსპორტი

10:29 | 10.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფორმულა 1-ის კალენდარში 2023 წელს 24 რბოლა შევა

ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობა ისე კალენდარში რბოლების რაოდენობის გაზრდაზე ზრუნავს. ამის შედეგი იქნება ის, რომ მომავალ სეზონში, მსოფლიო ჩემპიონატი 24-ეტაპიანი იქნება. შედარებისთვის, შარშანდელ სეზონში 21 რბოლა იყო, წელს თავიდან ეტაპების რაოდენობა 23 უნდა ყოფილიყო, მაგრამ რუსეთის ეტაპის გაუქმების შემდეგ, 22 დარჩა.

„ჩვენთვის მთავარია, შევინარჩუნოთ ბალანსი ეტაპებს შორის, რათა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებს შორის, გადაადგილების ოპტიმალური განრიგი გვქონდეს. და რა თქმა უნდა, კალენდარი მარტსა და ნოემბერს შორის უნდა ჩაეტიოს“, - ამბობს ჩემპიონატის შეფი სტეფანო დომენიკალი (ფოტოზე).

„ფერარის“ ყოფილი შეფი დასძენს, რომ დიდი პრიზის ჩატარების მსურველი ძალიან ბევრია. მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ორგანიზატორებთან დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს. ის ფიქრობს, რომ ეტაპების რიცხვი ორით მოიმატებს, მაგრამ 25-მდე არ მივა.

0.125629