"მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში გუნდის გაძლიერებაზე მუშაობას აგრძელებს.
ESPN-ის ცნობით, "წითელი ეშმაკები" ესპანელი თავდამსხმელის ალვარო მორატას კანდიდატურას განიხილავენ.
გასულ სეზონში ფეხბურთელმა იუვენტუსში 48 მატჩი ჩაატარა: 12 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ "წითელი ეშმაკები" კიდევ ერთი ტრანსფერის გაკეთებას ცდილობენ, კლუბის ხელმძღვანელობას დე იონგის დამატება უნდა, თუმცა თავად ფეხბურთელს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა არ სურს.