ფეხბურთი

14:51 | 9.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვინისიუსს ჩემპიონთა ლიგის ექვსჯერ მოგება სურს

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა, ვინისიუსმა ჟურნალისტებს გაუმხილა, რომ ჩემპიონთა ლიგის ექვსჯერ მოგება სურს.

„სწორება იმ მოთამაშეებზე მინდა ავიღო, რომლებმაც „რეალში,“ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში, ძალიან ბევრს მიაღწიეს. მსურს აქ თამაში დიდ ხანს გავაგრძელო და იმდენივე ტიტული მოვიგო, რამდენიც მათ: ჩემპიონთა ლიგაში ხუთჯერ ან ექვსჯერ გავიმარჯვო.

ვოცნებობ გუნდის ისეთივე ლიდერი გავხდე, როგორებიც სულ ახლახან იყვნენ უდიდესი ფეხბურთელები.“ - ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.

22 წლის ვინისიუსი „სამეფო კლუბში“ 2018 წლიდან თამაშობს. სწორედ მისი გოლი გახდა გადამწყვეტი ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ფინალში „ლივერპულის“ წინააღმდეგ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119799