„ლაიფციგის“ მცველი ანხელინო კარიერას „ჰოფენჰაიმში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ზინსჰეიმელებმა ოფიციალურად დაადასტურეს.
25 წლის ესპანელი განაპირა მცველი „სოფლელებს“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდა. ანხელინო 2019 წლიდან „ლაიფციგში“ თამაშობდა და 100 მატჩში 12 გოლი გაიტანა. მანამდე ის „მანჩესტერ სიტის“, „ნიუ იორკ სიტის“, „ჟირონას“, „მალიორკას“, „ბრედასა“ და პსვ ეინდჰოვენის წევრი იყო.
ანხელინომ დაცვის მარცხენა ფლანგზე დავიდ რაუმი უნდა შეცვალოს, რომელიც „ჰოფენჰაიმიდან“ სწორედ „ლაიფციგში“ გადავიდა.