ფეხბურთი

23:43 | 8.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

"გალათასარაიმ" მერტენსი და ტორეირა დაიმატა

სტამბოლის „გალათასარაიმ“ დრის მერტენსი და ლუკას ტორეირა დაიმატა. ინფორმაცია თურქული კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ბელგიელმა თავდამსხმელმა, რომელიც „ლომებს“ უფასოდ შეუერთდა, ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო ურუგვაელი ნახევარმცველი თურქეთში „არსენალიდან“ გადაბარგდა და კონტრაქტს ხელი 2026-წლამდე მოაწერა.

შეგახსენებთ, რომ დრის მერტენსი ბოლო 9 წელი „ნაპოლიში“ თამაშობდა და 148 გოლით კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია, ხოლო ტორეირამ გასული სეზონი იჯარით „ფიორენტინაში“ გაატარა.

0.122147