ვატო არველაძე კარიერას აზერბაიჯანის ჩემპიონატში გააგრძელებს და „ნეფთჩის“ ღირსებას დაიცავს. ბაქოური კლუბის ვებგვერდმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.
არველაძემ „ნეფთჩისთან“ 1+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 18-ნომრიანი მაისური მოირგო.
24 წლის ქართველ ფეხბურთელს აქამდე თბილისის „ლოკომოტივში“, პოლონურ „კორონასა“ და თურქულ „კარაგუმრუქში“ უთამაშია. მას საქართველოს ნაკრებში 2 შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი.
აქვე შეგახსენებთ, რომ ბაქოს „ნეფთჩიში“ სოლომონ კვირკველიაც თამაშობს. აზერბაიჯანული გუნდი კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზეა, რომლის პირველ მატჩში ვენის „რაპიდი“ შინ 2:1 დაამარცხა.