ფეხბურთი

20:07 | 6.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

კულიბალის და სტერლინგს „ჩელსიში“ დებიუტი ექნებათ

დღეს, 6 აგვისტოს, პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩში, „ევერტონი“ „ჩელსის“ უმასპინძლებს. თამაში თბილისის დროით 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

გუნდებმა უკვე გამოაცხადეს სასტარტო შემადგენლობები. ლონდონელთა ორივე სახელიანი ახალწვეული: კალიდუ კულიბალი და რაჰიმ სტერლინგი განაცხადში არიან. ასე რომ, ახალ კლუბში მათი დებიუტი შედგება.

კიდევ ერთი ახალწვეული, ესპანელი მარკ კუკურელია, რომელიც გუშინ გახდა „ლურჯების“ ფეხბურთელი, თადარიგშია.

0.134667