სტამბოლის „გალათასარაის“ კრიშტიანუ რონალდუს გადაბირება სურდა, თუმცა თურქულმა კლუბმა პორტუგალიელი ვარსკვლავისგან პასუხად უარი მიიღო.
როგორც ესპანური გამოცემა Sport-ი წერს, „ლომების“ ხელმძღვანელები რონალდუს აგენტ ჟორჟე მენდეში დაუკავშირდნენ, მაგრამ კრიშტიანუმ თურქეთში გადასვლაზე უარი განაცხადა, რადგან მას ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს.
მოგეხსენებათ, 37 წლის ვარსკვლავს მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში არაერთ გუნდს უკავშირებენ, თუმცა ჯერჯერობით, რონალდუ ისევ „მანჩესტერის“ წევრია, რომელთანაც კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.