იტალიური „ნაპოლის“ ტელევიზიის კომენტატორმა კარლო ალვინომ ხვიჩა კვარაცხელიასა და ლეგენდარული ჯორჯ ბესტის შედარებაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საფეხბურთო თვისებებით კვარა განსხვავებულია, თუმცა სახის ნაკვთებით ერთმანეთს ჰგვანან.
„კვარაცხელია ახალი ჯორჯ ბესტია? იმედი მაქვს, რომ მასავით ითამაშებს, მაგრამ თვისებებით ძალიან განსხვავებულია. ბესტი საოცარი ჩემპიონი იყო, მაგრამ დაუმორჩილებელი პირადი ცხოვრება ჰქონდა. ისინი სახეზე ერთმანეთს ჰგვანან, სახის ნაკვთებით, მაგრამ ბესტი გენიალური და ამავდროულად უგუნური იყო“, - თქვა ალვინომ.