„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ პორტუგალიელზე მუდმივი საუბარი სამართლიანი არ არის.
ნიდერლანდელი სპეციალისტის თქმით, ბედნიერია, რომ გუნდში საუკეთესო თავდამსხმელი ჰყავს.
„ბევრი ფეხბურთელი წავიდა, მაგრამ ყურადღების ცენტრში ისევ კრიშტიანუა, ეს სამართლიანი არ არის. ძალიან ბედნიერი ვარ, ჩვენ შესანიშნავი თავდამსხმელი გვყავს, საუკეთესო და ძალიან მიხარია, რომ ის ჩვენთანაა“, - თქვა ტენ ჰაგმა.
შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ შესაძლო წასვლაზე საუბარი მთელი ზაფხულია მიმდინარეობს. მას ინგლისურ გრანდთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება.