ფეხბურთი

1:00 | 6.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა "არსენალის" გამარჯვებით გაიხსნა

ლონდონის „არსენალმა“ ჯერ კიდევ პრესეზონზე აჩვენა, რომ სეზონის სტარტს მაგარ ფორმაში ხვდებოდა და ამდენად, ლოგიკურია, რომ პრემიერლიგაც გამარჯვებით დაიწყო.

პრემიერლიგის ახალი სეზონი „კრისტალ პალასისა“ და „არსენალის“ მატჩით გაიხსნა და „მეთოფეები“ შინ დამაჯერებელი 3 ქულით დაბრუნდნენ. მიკელ არტეტას გუნდმა მეტოქეს თითო ტაიმში თითო უპასუხო გოლი გაუტანა. ანგარიში ჯერ გაბრიელ მარტინელიმ გახსნა, ხოლო თამაშის მიწურულს სხვაობა ორამდე მარკ გეუჰის ავტოგოლით გაიზარდა.

ასე რომ, ინგლისის ჩემპიონატმა სტარტი აიღო და ეჭვგარეშეა, რომ გულშემატკივარს წინ დიდი სანახაობა ელოდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112812