ფეხბურთი

19:18 | 5.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

დრის მერტენსი "გალათასარაის" შეუთანხმდა

ბელგიის ნაკრების თავდამსხმელი დრის მერტენსი კარიერას დიდი ალბათობით სტამბოლის „გალათასარაიში“ გააგრძელებს.

იტალიური მედიის ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ და ბელგიელი ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც ერთი წლით ავტომატურად განახლდება, თუ „გალა“ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გავა. 35 წლის ბელგიელის ხელფასი 4 მილიონი ევრო იქნება.

აღსანიშნავია, რომ მერტენსს პირადი მძღოლი ეყოლება და ნეაპოლის მიმართულებით 30-ჯერ გაფრენის უფლებაც ექნება.

შეგახსენებთ, რომ დრის მერტენსი 2013 წლიდან „ნაპოლიში“ თამაშობდა და 148 გოლით კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. მას იტალიურ კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

0.116768