კატალონიის „ბარსელონას“ აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი რიკი პუჩი ლოს ანჯელეს „გალაქსიში“ გადავიდა. ამერიკულმა კლუბმა ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.
22 წლის ნახევარმცველმა „გალაქსისთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ტრანსფერის ფინანსური დეტალები კი უცნობია.
რიკი პუჩი „ბარსელონას“ აკადემიის აღზრდილია, მთავარ გუნდში კი 2019 წლიდან კი 60 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.