ფეხბურთი

22:56 | 4.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: რენატო სანჩესი "პარი სენ ჟერმენის" ფეხბურთელია

„პარი სენ ჟერმენმა“ რენატო სანჩესის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ფრანგულ კლუბთან პორტუგალიელმა ფეხბურთელმა 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

„ლილმა“ 24 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო მიიღო. რენატო პსჟ-ს მეოთხე შენაძენია მიმდინარე ზაფხულს ვიტინიას, ნორდი მუკიელესა და უგო ეკიტიკეს შემდეგ.

„ძალიან ბედნიერ ვარ პარიზში გადმოსვლით. დარწმუნებული ვარ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. „პარი სენ ჟერმენი“ იმიტომ ავირჩიე, რომ ვფიქრობ, ჩემთვის შესაფერისი პროექტია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იყო საფრანგეთში დარჩენა“, - აღნიშნა პორტუგალიელმა.

შეგახსენებთ, რომ რენატო სანჩესმა კარიერა „ბენფიკაში“ დაიწყო, 2016 წელს კი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს. შემდეგ ის „ბაიერნში“ გადავიდა, სადაც ფეხი ვერ მოიკიდა, ერთი სეზონი „სუონსიში“ იყო განათხოვრებული, ხოლო 2019 წლიდან „ლილში“ ირჯებოდა (91 მატჩი, 7 გოლი) და შარშან საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.

0.149127