ფეხბურთი

11:49 | 4.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფოდენმა როდრი ინიესტას და ჩავის შეადარა

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი ფილ ფოდენი, ჟურნალისტებს თანაგუნდელ როდრიზე ესაუბრა. ის ანდრეს ინიესტასა და ჩავის შეადარა.

„როდრი ინიესტასა და ჩავის ნაზავია. მას ანდრესის დრიბლინგი და ჩავის პასების სიზუსტე აქვს. ფანტასტიკური მოთამაშეა.“ - ციტირებს ფოდენის სიტყვებს Goal.com.

ესპანეთის ნაკრების შუახაზელი როდრი „სიტიში“ 2019 წლიდან თამაშობს. ქალაქელებთან მის კონტრაქტს ვადა 2027 წლის ზაფხულში ეწურება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110808