ავტოსპორტი

1:31 | 4.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ჰონდა“ და „რედ ბული“ პარტნიორობას 2025 წლამდე გააგრძელებენ

„ჰონდამ“ ფორმულა 1 ოფიციალურად გასული სეზონის ბოლოს დატოვა. თუმცა ამის შემდეგაც გააგრძელა პარტნიორობა „რედ ბულთან“, რომელსაც საკუთარი კონსტრუქციის ძრავების წარმოებაში ეხმარება. ახლახანს კი ამ ორმა სუბიექტმა ახალ შეთანხმებას მიაღწია, რომლის შესაბამისადაც, მათი თანამშრომლობა 2025 წლამდე გაგრძელდება.

თავიდან „ჰონდას“ დარჩენის მთავარი მოტივი ის იყო, რომ „რედ ბულს“ ძრავების წარმოებაში და სრულყოფაში დახმარებოდა. ამიტომ, მათ კონტრაქტი ერთი წლით გააგრძელეს. მაგრამ როგორც ჩანს, იაპოონური კომპანია ფ1-თან საბოლოოდ დამშვიდობებას არ აპირებს. გავრცელებული ინფორმაციით, „ჰონდა“ დაბრუნებაზე ფიქრობს. ამისთვის კი საჭიროა, რომ ტექნოლოგიური წყვეტა არ მოხდეს. და „რედ ბულზე“ უკეთეს პარტნიორს იაპონელები ვერც ინატრებდნენ.

ძრავების ტექნიკური რეგლამენტი 2026 წელს უნდა შეიცვალოს. იმ დროისთვის, „რედ ბულის“ პარტნიორი „პორშე“ გახდება, რომელიც გუნდის 50 პროცენტს გამოისყიდის. გარდა ამისა, ისინი იმ ტექნიკურ ცენტრს გამოიყენებენ, რომელიც ხარებს „ჰონდამ“ დაუტოვა. რეგლამენტის შეცვლამდ, „რედ ბული“ იმ ძრავის გამოყენებას გააგრძელებს, რომელიც „ჰონდას“ მიერ არის შემუშავებული.

სავარაუდოდ, კონტრაქტის გაგრძელების შემდეგ, „რედ ბულის“ და „ალფატაურის“ მანქანებზე, „ჰონდას“ ლოგოები კვლავ გამოჩნდება.

0.119822