დღეს, ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემა Marca-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 33 წლის ნიდერლანდელი მეკარე იასპერ სილესენი "ვალენსიას" დატოვებს და მშობლიურ "ნაიმეგენს" შეუერთდება. ეს იმას ნიშნავს, რომ 21 წლის გიორგი მამარდაშვილს გუნდში კონკურენტი მოაკლდა და უდიდესი ალბათობით მომავალ სეზონში "ღამურების" პირველი მეკარე სწორედ მამარდაშვილი იქნება.
Marca წერს იმასაც, რომ ეს მამარდაშვილსა და "ვალენსიას" შორის კონტრაქტის გახანგრძლივების საწინდარია. სხვადასხვა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით "ვალენსია" გიორგი მამარდაშვილს კონტრაქტს 2027 წლამდე გაუხანგრძლივებს და ქართველი მეკარის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო იქნება. ამ თემაზე ადრეც არაერთხელ დაიწერა და ჩვენი ინფორმაციით აღნიშნულ კონტრაქტს მხოლოდ ხელის მოწერა აკლია.
გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" შარშან თბილისის "დინამოდან" 850 000 ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.