ესპანურ მედიაში ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგი ამბავი ვრცელდება. ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca წერს, რომ იასპერ სილესენი "ვალენსიას" დატოვებს და კარიერას "ნაიმეგენში" გააგრძელებს.
როგორც ესპანური გამოცემა წერს, აღნიშნული გარიგება მალე გაოფიციალურდება. წყაროს თანახმად, "ვალენსია" სილესენის გუნდიდან გაშვებით საშუალებას მიიღებს სამუ კასტელიხო და სამუ ლინო დაარეგისტრიროს. გიორგი მამარდაშვილთან კი, კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაიწყოს მოლაპარაკებები.
სამართლიანი თამაშის პრინციპების დასაცავად ვალენსიურ კლუბს სილესენის გაშვება მოუწია, რადგან ჯენარო გატუზო თვლიდა, რომ მის გუნდს წარმატების მიღწევა ნიდერლანდების ნაკრების მეკარის გარეშეც შეუძლია რადგან გიორგი მამარდაშვილი დამაჯერებელი მეკარეა. ასევე, მას კლუბში ხაუმე დომენეკი და კრისტიან რივერო ყავს. ანუ, შეგვიძლია იმის თქმა, რომ მომავალ სეზონში 21 წლის ქართველი მეკარე "ღამურების" პირველი მეკარე იქნება.
"ნაიმეგენი" სილესენისთვის მშობლიური კლუბია. ის ამ ქალაქში დაიბადა და ფეხბურთის თამაშიც აქ დაიწყო. სწორედ, "ნაიმეგენიდან" გადავიდა იასპერი "აიაქსში", შემდეგ "ბარსელონაში" და მერე "ვალენსიაში".