კალათბურთი

19:06 | 2.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

გოგა და ლებრონი ერთად?

საქართველოს ნაკრების და"ინდიანა პეისერსის" ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე შესაძლოა მომავალი სეზონიდან ლებრონ ჯეიმსის თანაგუნდელი გახდეს და "ლოს ანჯელეს ლეიკერსში" ითამაშოს. ინფორმაციას WE TALK HOOPS NBA ავრცელებს.

წყარო წერს, რომ "ინდიანა პეისერსი" და "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" გაცვლას განახორციელებენ, რომლის მიხედვითაც გოგა ბითაძე და მაილს ტერნერი "ლეიკერსში" ითამაშებს. სამაგიეროდ, "ინდიანა" რასელ ვესტბრუკს, ჰორტონ-ტაკერს დაიმატებს და 2025 წლის დრაფტზე პირრველ რაუნდში არჩევანის უფლებას მიიღებს.

გოგა ბითაძე 3 სეზონია რაც "ინდიანა პეისერსის" ღირსებას იცავს. მან გასულ სეზონში "პეისერსის" მაისურით 50 მატჩი ითამაშა და საშუალოდ 7 ქულა, 3.5 მოხსნა, 1.1. პასი და 0.8 დაფარება მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.125612