ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ საფეხბურთო ჩემპიონატს (LA LIGA) 2023/24 წლების სეზონიდან ახალი სპონსორი -EA SPORTS იქნება.
აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემები ავრცელებენ. როგორც ესპანური წყაროები წერენ, მხარეებს შორის 5 წლიანი კონტრაქტი გაფორმდება და EA SPORTS LA LIGA-ს ყოველწლიურად 30 მილიონ ევროს გადაუხდის.
შეგახსნებთ, ამჯერად ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის გენერალური სპონსორი BANCO-ა, რომლისთვისაც LA LIGA-ს სპონსორის რანგში წლევანდელი სეზონი ბოლო იქნება.