ფეხბურთი

0:43 | 2.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

აარონ რემზი საფრანგეთის ჩემპიონატში ითამაშებს

უელსის ნაკრების ნახევარმცველი აარონ რემზი კარიერას ფრანგულ „ნიცაში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

31 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი იყო, რადგან ერთი კვირის წინ „იუვენტუსმა“ მასთან კონტრაქტი გაწყვიტა, შესაბამისად, ფრანგულ კლუბს უფასოდ შეუერთდა.

აღსანიშნავია, რომ „ნიცა“ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობს და რემზის გარდა, ასევე მიაღწია შეთანხმებას მატია ვიტის („ემპოლიდან“) და კასპერ შმეიხელის („ლესტერიდან“) ტრანსფერებზე.

რემზიმ გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით „რეინჯერსში“ გაატარა, ხოლო „იუვენტუსში“ 2019 წლიდან ირიცხებოდა და 70 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, უელსელ ფეხბურთელს „კარდიფ სიტიში“, „არსენალსა“ და „ნოტინგემ ფორესტში“ უთამაშია.

0.124594