ფეხბურთი

23:30 | 1.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

გატუზოს აშკარა მინიშნება: "ვალენსია" სილესენის გასხვისებას ცდილობს

ესპანური „ვალენსია“ იასპერ სილესენის გასხვისებას ცდილობს. Marca-ს ინფორმაციით, „ღამურების“ ხელმძღვანელობას ამ სეზონში ნიდერლანდელის შენარჩუნება ფინანსური ასპექტის გამო არ უღირს.

ჯენარო გატუზომ 33 წლის კიპერს უკვე ნათლად მიანიშნა, რომ ახალი გუნდი უნდა ეძებოს. იტალიელმა სპეციალისტმა ის ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში „ნოტინგემ ფორესტის“ წინააღმდეგ ინგლისში საერთოდ არ წაიყვანა, რაც ნათელი მესიჯი იყო.

სილესენს „ვალენსიაში“ ყველაზე მაღალი ხელფასი აქვს და კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ის არ განიხილება ძირითადი შემადგენლობის წევრად, სათადარიგო კიპერში კი დიდძალი ხელფასის გადახდა ესპანელებს არ უნდათ.

იასპერ სილესენი „ვალენსიაში“ 2019 წლიდან თამაშობდა და დღემდე 57 მატჩი ჩაატარა. მან ძირითად შემადგენლობაში ადგილი გასულ სეზონში გიორგი მამარდაშვილთან კონკურენციაში დაკარგა. მანამდე იასპერი „ბარსელონაში“, „აიაქსსა“ და „ნაიმეგენში“ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109648