ფეხბურთი

20:08 | 1.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

კასპერ შმეიხელი საფრანგეთის ჩემპიონატში გადადის

ინგლისური „ლესტერ სიტის“ მეკარე კასპერ შმეიხელი დიდი ალბათობით კარიერას „ნიცაში“ გააგრძელებს. ინფორმაციას Foot mercato ავრცელებს.

სატრანსფერო ღირებულება მხოლოდ ერთი მილიონი ევრო იქნება, რასაც ბონუსებიც დაემატება. 35 წლის დანიელი კარის დარაჯი ამ კვირაში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და შემდეგ 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

შმეიხელი „ლესტერის“ ღირსებას 2011 წლიდან იცავს და 479 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო 2016 წელს „მელიებთან“ ერთად ინგლისის ჩემპიონი გახდა. სკანდინავიელი მანამდე „მანჩესტერ სიტიში“, „დარლინგტონში“, „ბერიში“, „ფალკირკში“, „კარდიფ სიტიში“, „ქონენთრი სიტიში“, „ნოთს ქაუნთისა“ და „ლიდსში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11316