ფეხბურთი

19:16 | 1.08.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოსკარი ბრაზილიაში ბრუნდება

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ოსკარი სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას „ფლამენგოში“ გააგრძელებს. ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია და 30 წლის ფეხბურთელი რიოში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია ფაბრიციო რომანომ გაავრცელა.

ოსკარი 2017 წლიდან „შანხაიში“ თამაშობდა, რომლის რიგებში 148 შეხვედრაში 44 გოლი გაიტანა, ხოლო მანამდე ლონდონის „ჩელსის“ ღირსებას იცავდა. ინგლისში ტრანსფერამდე ოსკარი ბრაზილიაში ჯერ „სან პაულუსა“ და შემდეგ „ინტერნასიონალის“ წევრი იყო.

ბრაზილიის ნაკრებში ოსკარმა 2011-2015 წლებში 48-ჯერ ითამაშა და 12 გოლის გატანა მოახერხა. აქვე გეტყვით, რომ "ფლამენგომ" ცოტა ხნის წინ ჩილელი ფეხბურთელები, არტურო ვიდალი და ერიკ პულგარი დაიმატა.

0.106004