იტალიის ნაკრების თავდამსხმელი ანდრეა ბელოტი „რომაში“ ტრანსფერს უახლოვდება. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
ჟოზე მოურინიოს ბელოტი ტამი აბრაჰამის დუბლიორად ესახება. 28 წლის ფორვარდი ამჟამად თავისუფალი აგენტია და ახალი კლუბის ძიებაშია. როგორც ცნობილი გახდა, „ჯალოროსი“ ანდრეას სეზონში 3 მილიონ ევროს სთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ ბელოტის „ვალენსიაც“ ეპატიჟება, მაგრამ მას იტალიაში დარჩენა ურჩევნია და ამიტომაც, მისთვის ბრძოლაში ფავორიტად „რომა“ მიიჩნევა.
შეგახსენებთ, რომ ანდრეა ბელოტიმ 2015-2022 წლებში „ტორინოში“ 251 შეხვედრაში 113 გოლი გაიტანა. ის მანამდე „ალბინოლეფესა“ და „პალერმოს“ ღირსებას იცავდა. იტალიის ნაკრებში მას 44 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი და გასულ წელს ევროპის ჩემპიონი გახდა.