ფეხბურთი

21:23 | 31.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ "რაიო ვალეკანოსთან" 45 წუთი ითამაშა

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ამხანგური მატჩი ესპანური „რაიო ვალეკანოს“ წინააღმდეგ ჩაატარა და ვერ დაამარცხა - 1:1.

ერიკ ტენ ჰაგის გუნდი 48-ე წუთზე დიალოს გოლით დაწინაურდა, რასაც მალევე ესპანელებმა გარსიას ზუსტი დარტყმით უპასუხეს. აღსანიშნავია, რომ ითამაშა კრიშტიანუ რონალდუმ, რომელმაც მოედანზე პირველი ტაიმი გაატარა და მერე სწორედ დიალომ შეცვალა.

რონალდუმ მიმდინარე პრესეზონზე პირველად ითამაშა. „წითელმა ეშმაკებმა“ მოსამზადებელი ეტაპი დაასრულეს და პრემიერლიგის პირველ ტურში 7 აგვისტოს „ბრაიტონს“ უმასპინძლებენ.

0.116943