ფეხბურთი

18:08 | 31.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა ჰოლანდის მომენტზე: "არაფერია, სხვა დროს გაიტანს"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „ლივერპულთან“ მარცხის (1:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა და ერლინგ ჰოლანდზეც გააკეთა კომენტარი, რომელმაც ძალიან რეალური მომენტი ვერ გამოიყენა.

„ჩვენ კიდევ ერთი თვე გვჭირდება, რომ სიჩქარეები გავაუმჯობესოთ. მეტოქე საწყის წუთებში ჩვენზე უკეთესო იყო და გოლიც გაიტანა. ჩვენ მხოლოდ პირველი ტაიმის ბოლო 25 წუთში ვიპოვეთ ჩვენი თამაში და ნამდვილად საკუთარ თავს დავემსგავსეთ. მეორე ტაიმი კარგად დავიწყეთ და ნამდვილად კარგად ვითამაშეთ.

ჰოლანდი? მისთვის საჭირო იყო ახალი ქვეყნის, ახალი ლიგის რეალობის დანახვა. ის მთლიანად თამაშში იყო. გოლი ვერ გაიტანა? არაფერია, სხვა დროს გაიტანს“, - თქვა გვარდიოლამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111952