ფეხბურთი

16:54 | 31.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ლაიფციგმა" გერმანიის ნაკრების მცველი დაიმატა

„ლაიფციგმა“ „ჰოფენჰაიმიდან“ მარცხენა მცველი დავიდ რაუმი დაიმატა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

„ხარებმა“ რაუმს კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს. გერმანელმა გასულ სეზონში „სოფლელების“ მაისურით 35 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ფიურტის“ ღირსებას იცავდა.

დავიდ რაუმს გერმანიის ნაკრებში დებიუტი 2021 წელს ჰქონდა და „ბუნდესნაკრების“ ღირსება დღემდე 9 მატჩში დაიცვა.

0.113646