ფეხბურთი

15:17 | 31.07.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "კროოსი, კაზემირო და მოდრიჩი ბერმუდის სამკუთხედი არიან"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „იუვენტუსთან“ ამხანაგური მატჩის (2:0) შემდეგ კაზემირო, ლუკა მოდრიჩი და ტონი კროოსი ბერმუდის სამკუთხედს შეადარა.

„კაზემირო, მოდრიჩი და კროოსი? მათ ბერმუდის სამკუთხედს ეძახიან, რადგან ბურთს აქრობენ“, - აღნიშნა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ „რეალის“ მხრიდან „იუვენტუსთან“ გოლები კარიმ ბენზემამ და მარკო ასენსიომ გაიტანეს.

0.132437