„არსენალის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, პოლ მერსონმა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობას მოუწოდა რაც შეიძლება სწრაფად გაყიდონ კრიშტიანუ რონალდუ.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობამ ბოლოს და ბოლოს უნდა გადაწყვიტოს და გაყიდოს კრიშტუანუ რონალდუ. ეს გაურკვეველი საგა რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს. ის არავის სჭირდება.
კრიშტიანუმ ცხადად გითხრათ, რომ ჩემპიონთა ლიგაში თამაში სურს. მაშინ, რატომ აკავებთ? ის 37 წლისაა და წინასასეზონოდ ფეხბურთი არ უთამაშია. ნებისმიერი ფეხბურთელი გეტყვით, რომ ფორმაში სამყოფად სეზონის წინ სერიოზული მუშაობაა საჭირო.“ - ციტირებს მერსონის სიტყვებს Daily Mail.